среда, 11 марта 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

ინტელის სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ოლეგ ომანაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ოყურეშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
რუსული ბარბარიზმები ქართულ მეტყველებაში და მათგან წარმოქმნილი სლენგები
თემის შინაარსი
ქართულ მეტყველებაში უცხოური წარმოშობის სიტყვების რაოდენობა შესამჩნევია.აღნიშნული საკითხი საჭიროებს კვლევას და ბარბარიზმების გამოყენების მინიმუმამდე შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს მშობლიური ენის იდენტურობის შენარჩუნებას.
საგანი
რუსული.
დონე/კლასი  
დონე  II-----კლასიVIII
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეები სწორად გებულობენ პრობლემის არსს.ითვისებენ ინსტრუქციას.იცავენ სათანადო ინტონაციას. ასხვავებენ უცხოური წარმოშობის სიტყვებს.  იგებენ სარეკლამო ინფორმაციას.     მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებას ,  სწორად რეაგირებს და ასრულებს დავალებას. სწორად წარმოშობს სიტყვებს, მონაწილეობს დიალოგში. ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციებს, სათაურებს, რუბრიკებს.შეუძლია დააჯგუფოს ფაქტობრივი ინფორმაცია.ამის შემდეგ სავარაუდო რუსული წარმოშობის სიტყვებს ამოწმებენ ლექსიკონის მეშვეობით. შეაქვთ წინასწარ გამზადებულ ცხრილში  მის გასწვრივ შესატყვისი ქართული სიტყვა.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლები  აცნობიერებენ  პრობლემის არსს,  ასხვავებენ უცხოური წაროშობის სიტყვებს  მშობლიური წარმოშობისაგან,ცდილობენ შეცვალონ ბარბარიზმები მეტყველებაში მშობლიური სიტყვებით .  ითვისებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რაში გამოიხატება ენობრივი ექსპანსია და რა არის ამის მიზეზი.
თემატური კითხვები
რა არის ბარბარიზმი და ნეოლოგიზმები?სად გვხვდება სლენგები?
შინაარსობრივი კითხვები
ვინ ხმარობს ძირითადად რუსულიდან შემოსულ სიტყვებს.
რით არის განპირობებული სლენგის გამოყენება?არის თუ არა ენობრივი ტოლერანტობა პრობლემა მცირერიცხოვანი ერებისათვის.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დისკისუა

კითხვა - პასუხი


ცხრილები


ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე.
21 საუკუნის უნარ ჩვევების  წინასწარ შესაფესაბა . მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენა.

მოსწავლეები აკეთებენ კვლევის ჩანაწერებს, პასუხობენ ტემატურ და შინაარსობრივ  კითხვებს.
მოსწავლეს ეხმარება პრობლემის სწორად აღქმასა   და მოგვარებაში.
რეფლექსია , ვიცი მინდა ვიცოდე, ვისწავლე.

რუბრიკები.
 თვითშეფასება ე.ს.გ სტანდარტთან შესაბამისობით.

მასალის გაგების და უნარ-ჩვევების  ხარისხის შემოწმება.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები  კერძოდ ,, ვორდი“
სასწავლო პროცედურები
შევკრებ   მოსწავლეებს  ,გავმართავ დისკუსიას ,ჩამოვწერ რამოდენიმე თემას დაფაზე , მოსწავლეები ირჩევენ თემას  ,,რუსული ბარბარიზმები ქართულ  მეტყველებაში“ მოსწავლეებს დავაწყვილებ  სასწავლო პროგრამის დისკის მეოთხე მოდულში ,, წყვილებში მუშაობა და  ჯგუფში გაზიარება“ განთავსებულია ელექტრონული ცხრილი  სადაც ჩავწერ  მოსწავლის სახელებს  და გვარებს , დაალაგებს ჯგუფებად . დისკუსიის გარდა გამოვიყენებ  ურთიერთშეფასებას და კითხვა - პასუხს. ერთ ჯგუფს ვავალებ შეაგროვონ  საკვლევი მასალა  თანატოლებსა და მოსახლეობაში  და შეინახონ ცხრილში. მეორე ჯგუფი ანალოგიური სახის მასალებს მოიძებნის ინტერნეტის მეშვეობით , მიღებულ ინფორმაციას განათავსებს წინასწარ გამზადებულ ცხრილსში.საეჭვო წარმოშობის სიტყვებს  გაიაზრებენ და ახარისხებენ. ასევე ტელევიზიის , ჟურნალ -გაზეთების , სარეკლამო განცხადებების  მიხედვით ჩაინიშნავენ საჭირო მასალას და თავს უყრიან ცხრილებში.ლექსიკონებიდან ამოკრებენ მსგგავსი ფუძის მქონე სიტყვებს  და მისი წარმომავლობის  დადგენის სემდეგ შეაქვთ ცხრილებში.მუშაობის დასრულების შემდეგ ა. ალფაიძე  აკეთებს პრეზენტაციას . იგი მოკლედ გააცნობს აუდიტორიას პროექტის არსს, მასში დასახულ ამოცანებს და მიღწეულ შედეგებს.                                                      
სიტყვა
ქართული შესატყვისი
რუსული შესატყვისი
საერთო ფუძე
აქვს თუ არა მესამე ენიდან სემოჭრის ნიშნები
არის თუ არა ბარბარიზმები
არის თუ არა ნეოლოგიზმი
ლამპა
ვედრო
სკამი
ტაბლო
კოსმოსი
ვერტმფრენი

ლამპა
სათლი
სკამი
ტაბლო
კოსმოსი
ვერტმფრენი

ლამპა
ვედრო
სკამეიკა
ტაბლო
კოსმოსი
ვერტმფრენი

ლამპ
------
სკამ
ტაბლ
კოსმ
ვერტ

      +
      -
      +
      +
      +
      +

-
+
+
-
-
+

+
_
_
+
+
_


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.