понедельник, 12 марта 2012 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
საგანი
რუსული ენა
ავტორი
ოლეგი ომანაძე
გაკვეთილის მთავარი
თემა
Что такое Экология“?
(რა არის ეკოლოგია)
სწავლების საფეხური
საშუალო, XI კლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 8 მოსწავლე,
კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე.
სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მისაღებია.

გაკვეთილის მნიშვნელობა (აქტუალობა)
გაკვეთილი აქტუალურია. ის დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნასა და უნარ–ჩვევების დაუფლებაში. მოსწავლეები იმსჯელებენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მოცემულ ენაზე გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, დაეუფლებიან დისკუსიისა და მსჯელობის უნარებს, ანალიტიკურ აზროვნებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი. დიალოგისა და პოლილოგის წარმართვის ჩვევები. ჩამოაყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს პრობლემასთან დაკავშირებით. ინდიკატორები: XI17. XI18

წინასწარი
ცოდნა
მოსწავლეებს გააჩნიათ წინასწარი ცოდნა პრობლემასთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, კითხვის დასმა, პასუხის გაცემა, იცნობენ მასალას პრობლემის ირგვლივ, ფლობენ ლოგიკური აზროვნების უნარ–ჩვევებს.

შეფასების საგანი და პროცედურები
კლასს დავყოფ ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, მეორე ჯგუფი დასვამს შეკითხვებს და გამოთქვამს თავის აზრს. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემის ირგვლივ.
შემდეგ აქტივობაში ვაძლევ ინსტრუქციას საკვანძო სიტყვებისა და ახალი ტერმინების ირგვლივ.
გაკვეთილის შეფასება: ჯგუფურ–განმავითარებელი.
სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსები
გამოყენებული იქნება XI კლასის სახელმძღვანელო, პლაკატები, რუსულ–ქართული და ქართულ–რუსული ლექსიკონი, დაფა, ცარცი, მასალები რუბრიკიდან  „დედამიწა – ჩვენი საერთო სახლია“.
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
1)  პირველ  აქტივობად გამოვიყენებ მოსწავლეთა პროვოცირებას ტერმინზე „ეკოლოგია“ როგორ გვესმის. (5 წთ).
2) მეორე აქტივობა. პრეზენტაცია. კლასს გავყოფ ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი აკეთებს აღნიშნული თემის ირგვლივ პრეზენტაციას ნაცნობი სიტყვების გამოყენებით. (5 წთ).
მეორე ჯგუფი სვამს შეკითხვებს და გამოთქვამს აზრს. (10 წთ).
დისკუსია. პოლილოგის რეჟიმში მიდის აზრთა გაცვლა–გამოცვლა ნაცნობი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებით. შიგ და შიგ ახალი სიტყვების ჩართვით. (10 წთ).
3. მესამე აქტივობა. ვთხოვ თითოეულმა ჯგუფმა დაწეროს მცირე ესე აღნიშნული თემის ირგვლივ. (10 წთ).
  ამ დროს მოხდება მიღებული ცოდნის კონსტრუირება და გამთლიანება.
4. მეოთხე აქტივობა. გაკვეთილის შეფასება.( 5 წთ).
 შეფასებას მოვახდენ ორი პრინციპით:
 ჯგუფური ტიპის შეფასებას  გამოვიყენებ პრეზენტაცია – დისკუსიის დროს. ხოლო ინდივიდუალურ განმავითარებელს  წერითი დავალების შესრულებისას.
   მიზანი მიღწეული იქნება თუ მოსწავლეებმა სწორად გაიაზრეს თემა. გაიღრმავეს ცოდნა ამ მიმართულებით. აითვისეს ახალი სიტყვები და ტერმინები. სწორად წარმართეს დისკუსია და შეძლეს არგმენტირებულად მსჯელობა.



Комментариев нет:

Отправить комментарий